დღეს დასავლეთს სურს საქართველო გუშინდელ დღეში ჩატოვოს, რადგან ასე უფრო მარტივად სამართავია. ახალი ევროპული პოლიტიკა კი ევროპული სახელმწიფოების სრული სუვერენიტეტის აღიარება იქნება, რაშიც საქართველოს როგორც ჩანს, ფლაგმანის როლი აქვს, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
იგი აცხადებს, რომ დასავლეთის ამჟამინდელი ლიდერები ამას რომ ხედავენ, სწორედ ამიტომ აკეთებენ კრიტიკულ განცხადებებს.
თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველო ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღების ქვეშაა და ელოდება, შეძლებს თუ არა ის ამ გამოწვევების გამკლავებას.
„საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს არა გუშინდელი, არამედ ხვალინდელი პოლიტიკით. დღეს დასავლეთს სურს საქართველო გუშინდელ დღეში ჩატოვოს, რადგან ასე უფრო მარტივად სამართავია. ახალი ევროპული პოლიტიკა კი ევროპული სახელმწიფოების სრული სუვერენიტეტის აღიარება იქნება, რაშიც საქართველოს როგორც ჩანს, ფლაგმანის როლი აქვს.
როგორც ქართველების ბრძოლამ რეალურად დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ევროპის ძველ პოლიტიკას და ათამამებს მათ სრული სუვერენიტეტისათვის. ამას რომ ხედავენ, სწორედ ამიტომ აკეთებენ ასეთ კრიტიკულ განცხადებებს დასავლეთის ამჟამინდელი ლიდერები. სწორედ ამიტომ გამოიყვანეს ქუჩებში ის ახალგაზრდები, რომლებსაც სჯერათ, რომ საქართველოს ხვალინდელი დღისთვის იბრძვიან, არადა, ხვალინდელი დღისთვის სწორედ ხელისუფლება იბრძვის.
ეს არ იქნება მხოლოდ საქართველოს ხვალინდელი დღე, ეს იქნება ევროპის ხვალინდელი დღეც. ევროპაც უნდა გახდეს თვითმყოფადი და თავად აირჩიოს, რა გზა სურთ - ომის თუ მშვიდობის? გაფართოების თუ პირიქით, გადარჩევის?
ჩვენ დღეს მთელი მსოფლიო გვიყურებს, შეძლებს თუ არა პატარა ქვეყანა დიდი ამბიციების შესრულებას და ეყოფა თუ არა ხელისუფლებას პოლიტიკური გამჭრიახობა, მშვიდობიანად გაიყვანოს საქართველო ახალი მსოფლიო პოლიტიკის დასაწყისში, საიდანაც თავისუფალი საქართველოს გარდაუვალი აღმასვლა იწყება?
დიახ, შეძლებს და ამაში უკვე დარწმუნდნენ ჩვენი სტრატეგიული მეგობრებიც, რომლებიც ცოტათი დაბნეულები უყურებენ ხელისუფლების მტკიცე ნებისყოფას, არ დაემორჩილოს დროებით პროცესებს და იზრუნოს ქვეყნის გრძელვადიანი პერსპექტივისთვის“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |