თამთა მეგრელიშვილი: გამოცემა The American Conservative საკუთარ სტატიაში გვიმხელს, რომ საგარეო ჩარევა არჩევნებში ბოლო დროს მტკივნეული თემაა ამერიკულ პოლიტიკაშიც- ანუ აღიარებენ, რომ ეს პრობლემა მათთვისაც ნაცნობია და მათ ჩვენი ესმით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
87 04 მაისი 2024, 11:50

გამოცემა The American Conservative-სტატიას აქვეყნებს სათაურით- საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია, -წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილის თქმით, სტატიაში ხაზგასმულია კანონის პროექტის მთავარი სამართლებრივი პრინციპი - არასამთავრობო ორგანიზაციებმა რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოური წყაროებიდან, გაამხილონ ეს ფაქტი, რადგან ეს გონივრულია”.

მისივე თქმით, აღიარებენ რომ ეს პრობლემა მათთვისაც ნაცნობია და საკითხი საფრთხილოა და მიკერძოების გარეშე თუ მიუდგებიან საკითხს, მათ ჩვენი ესმით.

“გამოცემა The American Conservative-სტატიას აქვეყნებს სათაურით- საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია. სტატიაში ხაზგასმულია კანონის პროექტის მთავარი სამართლებრივი პრინციპი - არასამთავრობო ორგანიზაციებმა რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოური წყაროებიდან, გაამხილონ ეს ფაქტი რადგან ეს გონივრულია.

ასევე ხაზგასმაა იმაზე, რომ კანონპროექტი ხელს არ შეუშლის უცხოური დაფინანსებით დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ავადმყოფი ბავშვების მკურნალობაში ან დაზარალებული ქალთა თავშესაფრების ფუნქციონირებაში. ეს უბრალოდ მოსთხოვს ჯგუფებს გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსება, რათა საშინაო პოლიტიკაში მათი საქმიანობა სათანადოდ იყოს დანახული რაც ასევე გონივრულია.

გამოცემა The American Conservative-საკუთარ სტატიაში გვიმხელს, რომ საგარეო ჩარევა არჩევნებში ბოლო დროს მტკივნეული თემაა ამერიკულ პოლიტიკაშიც. ანუ აღიარებენ რომ ეს პრობლემა მათთვისაც ნაცნობია და საკითხი საფრთხილოა და მიკერძოების გარეშე თუ მიუდგებიან საკითხს, მათ ჩვენი ესმით.”- წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
არქივი