დღეს რასაც ქუჩაში ვხედავთ, ეს ყველაფერი მოდის ხალხიდან, ქვემოდან ზემოთ, ძალიან ჰგავს მაიდანს. ამის მომსწრეები ვართ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„დღეს რასაც ქუჩაში ვხედავთ, თვითნაბად, თვითორგანიზებულ პროტესტს, რომელიც გაშლილია და რომელზე კონტროლიც რეალურად, პოლიტიკურ ელიტას არ აქვს, ეს ყველაფერი მოდის ხალხიდან, ქვემოდან ზემოთ, ძალიან ჰგავს მაიდანს. ამისი მომსწრეები ვართ. ეს ყველაფერი პასუხია იმაზე, რომ ის ტრაექტორია, რომელიც ივანიშვილმა თავიდანვე აიღო, დროზე ვერ გავაჩერეთ, ვერ შევატრიალეთ, ვერ შებრუნდა, კონსენსუსი ვერ შედგა მაშინ. სამოქალაქო აქტორს, დემოკრატიულ აქტორებს შორისაც კი კონსენსუსი ვერ შედგა, რომ საჭიროა, ეს დროზე აღვკვეთოთ. სამაგიეროდ, ახლა არის გაფართოებული კონსენსუსი. ახლა ვხედავთ ულამაზეს პროცესს, წინააღმდეგობის პროცესს თბილისი ქუჩებში და არა მარტო თბილისის ქუჩებში, ბათუმიც ძალიან ლამაზი სანახავი იყო. ეს წინააღმდეგობა არ უნდა გაიფლანგოს და მნიშვნელოვანია, სწორი მისამართით წავიდეს“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |