82
03 მაისი 2024, 13:46
“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალგაზრდების დარბევის ამსახველ ვიდეოს.
მისი თქმით, ამ კადრების შემდეგ ჩვენი პროტესტანტების დამოკიდებულება ქართველი სამართალდამცველების მიმართ - გაუგებარია, ხოლო ამერიკელი თუ ევროპელი "უფლებადამცველი" ჩინოვნიკების მხრიდან ჩვენი კრიტიკა - ცინიკური.
“გუშინ დავდე ავთენტური კადრები, როგორ უსწორდება ხელკეტებით ოთხი ფრანგი პოლიციელი ერთ მჯდომარე სათვალებიან გოგონას პარიზში - მომენტალურად დამიბლოკეს ის ვიდეო. დღეს გამოვაქვეყნებ, რას ნიშნავს დარბევა და როგორ არბევენ ახალგაზრდებს ამერიკაში. ამ კადრების შემდეგ ჩვენი პროტესტანტების დამოკიდებულება ქართველი სამართალდამცველების მიმართ - გაუგებარია, ხოლო ამერიკელი თუ ევროპელი "უფლებადამცველი" ჩინოვნიკების მხრიდან ჩვენი კრიტიკა - ცინიკური,”- წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |