102
03 მაისი 2024, 12:54
ამ აქციებს, რომლებიც ასეთი "დემოკრატიული" და "მშვიდობიანი ფორმებით" მიმდინარეობს, საერთო არა აქვს არც „გამჭვირვალობის კანონთან,“ არც სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასთან და ცხადია არც რუსეთის, ან რაიმე რუსულის წინააღმდეგ, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, აქციებზე არსებული სურათის მნახველი უცხოელები, რომლებიც ამ აქციებს და მათ ლიდერებს კვლავ ამართლებენ და მხარს უჭერენ, ახლო მომავალში, პროტესტის მხარდაჭერისა მიზნით სავარაუდოდ თითო ნაგვის ურნას პირადადაც შემოაგორებენ
"ამ აქციებს, რომლებიც ასეთი "დემოკრატიული" და "მშვიდობიანი ფორმებით" მიმდინარეობს, საერთო არა აქვს არც „გამჭვირვალობის კანონთან,“ არც სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასთან და ცხადია არც რუსეთის, ან რაიმე რუსულის წინააღმდეგ. მით უმეტეს, როდესაც მათ ლიდერობს, გიორგი ვაშაძე, რუსებზე ბინის გამქირავებელი და 25 მაისის აქციის დარბევის შემდეგ, სააკაშვილის მიერ მედლით დაჯილდოებული, МГИМО-ს კურსდამთავრებული, კრემლიდან რუბლებით დაფინანსებული, ელენე ხოშტარია, სხვა ქვეყანაში სამსახურისა და თანამდებობის მიღების გამო, საქართველოს მოქალაქეობის უარმყოფელი ხატია დეკანოიძე, სააკაშვილის მუდმივად გამმართლებელი და პირადი დამცველი ნინო ლომჯარია, 2008 წლის ომის ომის დაწყების საქართველოსთვის დამბრალებელი სალომე ზურაბიშვილი...სია გრძელია!
ამ სურათის შემხედველი უცხოელები, რომლებიც ამ აქციებს, მათ ლიდერებს კვლავ ამართლებენ და მხარს უჭერენ, ხვალ ან ზეგ აქციის მხარდაჭერისა და აყროლების მიზნით სავარაუდოდ თითო ნაგვის ურნას პირადადაც შემოაგორებენ!
ჯერ მხოლოდ მერე მოსმენით მიღებულმა კანონმა თუ ასეთი ცხადი და გამჭვირვალე გახადა შინაურიც და გარეულიც, დამტკიცების შემდეგ რა მოხდება!?” - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |