103
02 მაისი 2024, 16:22
“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეებს მიმართავს.
როგორც ქადაგიძე წერს, ბავშვებს საზარბაზნე ხორცად გამოიყენებენ და ბოლოს, იდაყვზე კბენა გვიანი იქნება.
“აბა, “ცელქო” ბავშვებო როგორ ხართ?
ჩაგანაცვლათ კოლექტიურმა ნაც-მოძრაობამ თუ ვერა?!
ჯერ სადა ხართ, საზარბაზნე ხორცად გამოგიყენებენ და ბოლოს, იდაყვზე კბენა გვიანი იქნება…
მთელი ეს "ბარდაგი" თუ გგონიათ, რომ თქვენი მოწყობილია, ძალიან ცდებით.
მარტივად აგიღეს, გაგახელეს და მიგიშვეს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
დღეს, “საქართველოს” ძახილის მერე, “თავისუფლება მიშას” ძახილი მოგიწევთ, რომ იცოდეთ!
აბა, თქვენ იცით, დროშა მაგრად დაიჭირეთ, მიშას დისციპლინირებული ბავშვები მოსწონს.”- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |