92
01 მაისი 2024, 20:12
„დღეს გლობალურ მავნებლობას ებრძვის ვასალურ მძევლობაში მყოფი მთელი ევროპული კონტინენტი,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ახლა დროა საქართველო იდგეს მტკიცედ და შეურყევლად!
„გლობალური ომის პარტიის“ შესაძლოა ბოლო გაფართხალების მოწმენი ვართ ერთდროულად სხვადასხვა გეოლოკაციაში განვითარებული იდენტური არეულობების სახით. განსაკუთრებით ამერიკაში, სადაც ამ დღეებში ერთბაშად რამდენიმე უნივერსიტეტში მიმდინარეობს სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული „გულანთებული“ ამერიკელი სტუდენტების დესტრუქციული აქციები. დღეს სწორედ ამის წინააღმდეგ გამოდიოდა ნიუ-იორკის მერი, რომელმაც ხაზი გაუსვა გლობალური რადიკალიზმის იდენტურ მკვებავ ძალებზე და დასძინა, რომ არ დაუშვებს მის ქალაქში ხელოვნური ქაოსის ინიციირებას.
იმავეს ამბობს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი: სჯობს ქვეყანამ გადაიტანოს, თუნდაც მტკივნეული, მაგრამ ავთვისებიანი მეტასტაზების მოცილების წერტილოვანი პროცესი, რადიკალური პოლიტიკური უმცირესობების მიერ ინიციირებულ აქციებთან გამკლავების სახით, ვიდრე მთლიანად ქვეყანას მოედოს ეს უკურნებელი სენი და მომაკვდინებელი პერსპექტივები. დღეს ამ ბრძოლაში არა მხოლოდ საქართველო, აშშ თუ საფრანგეთია. დღეს ამ გლობალურ მავნებლობას ებრძვის ვასალურ მძევლობაში მყოფი მთელი ევროპული კონტინენტი. ამიტომაც, ვიდგეთ მტკიცედ და შეურყევლად!“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |