86
30 აპრილი 2024, 10:53
როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, სწორედ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაყიდა აღნიშნული ადგილი, რის დამადასტურებელ დოკუმენტსაც აქვეყნებს. მისივე თქმით, პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე პირი სიცრუეს და დეზინფორმაციას ავრცელებს, რაც სამწუხაროა.
"თათია, სწორედ თქვენმა პოლიტიკურმა პარტიამ - “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაყიდა მამული, ენა სარწმუნოება. ოზურგეთშიც და საზოგადოდაც.
ამის დამადასტურებელ დოკუმენტსაც თან ვურთავ კომენტარებში, სადაც ჩანს, რომ ეს ტერიტორია 2008 წლის 7 ოქტომბერს გაიყიდა.
სამწუხაროა, რომ საკრებულოს წევრი და პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე, სინამდვილეში დეზინფორმაციის და სიცრუის გავრცელების ჩვეულებრივი არხი გახდით. დეზინფორმაციით ევროკავშირში ვერ შეხვალთ." - წერს ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |