ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
230 26 აპრილი 2024, 21:37

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს იპონით სძლია და ევროპის პირველობა კარიერაში მესამედ მოიგო.

ცოტა ხნით ადრე ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მოლდოველი ადილ ოსმანოვი დამატებით დროში დაამარცხა.

დღეს კიდევ ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იჭიდავა. გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ), მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე – 70 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს  საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აპრილს ოქროს მედლის მფლობელი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედალი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბაკურიაში ბიათლონის ახალი 3.5 კმ-იანი ტრასის მშენებლობა დასრულდა
მამუკა ხაბარელი - საორგანიზაციო კომიტეტი უკვე მზად არის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის, საქართველოს 45 ქვეყნის ათასამდე სპორტსმენი ეწვევა
თეა წულუკიანი: კატეგორიულად მიუღებელია ის პირველი დათქმა, რომელიც ხელყოფს ქვეყნის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებას - ამ დათქმის მიღება ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობის ღალატის ტოლფასი იქნებოდა
BBC სტატიას უძღვნის ადამიანებს, რომლებსაც თავის წონაზე ბევრად დიდი ტვირთის აწევა შეუძლიათ და ერთ-ერთ მაგალითად ლაშა ტალახაძე მოჰყავს
ბულგარეთის მსოფლიო თასზე, საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები პლანეტის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა
არქივი