106
26 აპრილი 2024, 00:36
ჰიპოთეტურადაც რომ დავუშვათ - ევროკავშირის ოცდაშვიდი ქვეყნის თანხმობა ესაჭიროება ჯერ ბიუროკრატიული მექანიზმის ამოქმედებას და მერე ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა.
ანუ, ერთიც თუ იქნება წინააღმდეგი პროცესი გაჩერდება, - წერს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება უნგრეთი, რომელიც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს. შესაბამისად, ქადაგიძე მოუწოდებს მათ, ვინც ვიზალიბერალიზაციის თემით სპეკულირებს, საკითხში სწორად გაერკვიონ.
“ვინც ვიზალიბერალიზაციის თემით ჟონგლიორობთ, იმათ გასაგონად!
ჰიპოთეტურადაც რომ დავუშვათ - ევროკავშირის ოცდაშვიდი ქვეყნის თანხმობა ესაჭიროება ჯერ ბიუროკრატიული მექანიზმის ამოქმედებას და მერე ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა.
ანუ, ერთიც თუ იქნება წინააღმდეგი პროცესი გაჩერდება. ( დროში გაწელილი პროცესი ხომ ცალკე საკითხია)
ოცდაექვს ქვეყანას, რომ თავი დავანებოთ და მხოლოდ ერთი განვიხილოთ - ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება უნგრეთი და ერთი კითხვა მაქვს თქვენთან :
- როგორ გგონიათ, ქვეყანა რომელიც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს საქართველოს კავკასიაში და სახელმწიფოს მეთაური-ორბანი, რომელიც საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძეს გროსმაისტერად მოიხსენიებს და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსს ძალიან დადებითად აფასებს, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებს?!
ასე რომ, ემოციები მოითოკეთ გონებააბნეულებმა და საკითხში სწორად გაერკვიეთ!
თქვენ, ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრებო, დაგიძველდათ მეთოდები და კიდევ ერთხელ ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში!
ხოლო, თქვენ, სასარგებლო იდიოტებო შეგიძლიათ გამოენთოთ ქუჩაში და იყვიროთ - "ალა ლუსულ რეალობას!"” - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |