პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, გამოცემა „პუბლიკას“ მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ციტატის დამახინჯებული ფორმით გავრცელებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.
წილოსანის განცხადებით, „პუბლიკა“ აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას და ხელოვნური განაყოფიერების თემაზე კონტექსტიდან ამოგლეჯილ ციტატებს ავრცელებს. დეპუტატის თქმით, სინამდვილეში, მამუკა მდინარაძემ დასმული კითხვის საპასუხოდ, პირიქით, მხარი დაუჭირა ქალებს მათი უფლებების რეალიზებაში.
„ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“ თავის ჩვეულ სტილში აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას. ამჯერად, მორიგი ფეიკი მამუკა მდინარაძის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატების გავრცელებაა და ამის კვალდაკვალ, ქალების უფლებების დაცვის მოტივს ამოფარებული აქტივისტების მუქარები
ვისაც რეალურად გაინტერესებთ შეგიძლიათ ლაივში მოუსმინოთ მამუკა მდინარაძეს. ის დასმულ კითხვას პასუხობს, საუბრობს ხელოვნური განაყოფიერების თემაზე და ამ კონტექსტშიც, პირიქით აღიარებს ქალის უფლებებს და მხარს უჭერს მათი უფლების რეალიზებას. მორჩით ამ მდაბიო ფეიკებს, აღარ იყიდება“, - წერს ნინო წილოსანი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |