ეს და სხვა რეიტინგები ძალიან კარგი კომპასია, რომელიც პოტენციურ ინვესტორს სწორ მიმართულებას უჩვენებს - doing business-ის რეიტინგზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
923 24 ოქტომბერი 2019, 19:21
„ეს და სხვა რეიტინგები ძალიან კარგი კომპასია, რომელიც პოტენციურ ინვესტორს სწორ მიმართულებას უჩვენებს”- განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ნიკოლოზ მჭედლიშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“ მსოფლიო ბანკის doing business-ის რეიტინგების კომენტირებისას. 

მისი თქმით, „ეს რეიტინგები ცვლის ჩვენს ცხოვრებას, თუმცა, ცხადია მყისიერად არ აისახება უბრალო ადამიანების ცხოვრებაზე” 

„ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მე-6 ადგილზეა და გვისწრებს ერთი საფეხურით, ჩვენ ვართ მე-7 ადგილზე და ჩვენს ქვემოთ არის დიდი ბრიტანეთი, ნიშნავს იმას, რომ პოტენციური ინვესტორები ცხადია ამას უყურებენ. ეს არ არის მყისიერად გადამწყვეტი მომენტი იმისათვის, რომ ინვესტორი შემოვიდეს და აქ რაღაც ააშენოს, ან ინვესტიციები ჩადოს, მაგრამ ეს და სხვა რეიტინგები არის ძალიან კარგი კომპასი. კომპასი, რომელიც უჩვენებს პოტენციურ ინვესტორს სწორ მიმართულებას. ცხადია, როდესაც ქვეყანაში სერიოზული ინვესტორი შემოდის, მხოლოდ ამ რეიტინგებს არ უყურებს და უამრავი ინფორმაცია კიდევ უნდა მოიპოვოს იმ სფეროდან გამომდინარე, რომელშიც ინვესტიციებს დებს, კანონმდებლობა შეისწავლოს, რა სიტუაციაა ქვეყანაში, მაგრამ ეს არის კარგი ინდიკატორი, თუ რა ხდება ქვეყანაში. ერთი საფეხურით აწევა და ჩამოწევა არაფერს არ ნიშნავს. მაგალითად იგივე გაკოტრების შესახებ კანონმდებლობაა შესაცვლელი. იმიტომ, რომ იქ საკმაოდ ქვევით ვართ, 45-ე თუ 46-ე ვართ. ეს რა თქმა უნდა გააუმჯობესებს ამას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეიტინგი, მაგრამ doing business-ს აქვს ერთი თვისება - რბოლასავით არის, შენ შეიძლება იყო კარგი ქვეყანა და ძალიან კარგი ბიზნეს გარემო გქონდეს, მაგრამ ვიღაც ქვეყანამ უფრო მეტი რეფორმა გაატარა იმ წელს და შესაბამისად შეიძლება გადაგისწრო. ის, რომ სხვა შენზე კარგად გარბის და შენ ცოტა ნელა, ეს არ ნიშნავს, რომ შენ ცუდად გარბიხარ. უბრალოდ იმან გადაგისწრო იმ მომენტში” - განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

მისი თქმით, „ფიტჩის“ და „სტანდართ ენდ ფუარსის “ რეიტინგები ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად აგვეწია და BB გახდა. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ორი ნაბიჯიღა დაგვრჩა საინვესტიციო რეიტინგამდე, საკმაოდ რთული ნაბიჯებია გადასადგმელი, მაგრამ ის, რომ წინ მივიწევთ არის ძალიან კარგი"- განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი