მამუკა მდინარაძე: როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი იმაზე, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის? ამაზე პასუხი არ არსებობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
175 23 აპრილი 2024, 13:11

როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი იმაზე, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის - ამაზე პასუხი არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

„ხომ არ უთქვამს ბატონ ბორელს (ჩვენი პატივისცემა მას, ჩვენი დისკუსიისა და ცხარე კამათის მიუხედავად) რატომ აშორებს გამჭვირვალობა ევროპას საქართველოს? რაც შეიძლება საფრანგეთისთვის უფრო მკაცრი ფორმით, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის? როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი იმაზე, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის - ამაზე პასუხი არ არსებობს.

რაც შეეხება პირობას, როდესაც მე და თქვენ რაღაცაზე შევთანხმდით, მე ვამბობ, რომ გავიწვიე კანონი და აღარ დავაბრუნებ; თქვენ ამბობთ, რომ NGO-სექტორი ისედაც გამჭვირვალეა - როდესაც შემდეგ ის კიდევ უფრო გაუმჭვირვალე ხდება, ჩემი პირობა შეუძლებელია ძალაში იყოს. ჩემი ვალდებულებაა საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე, რომ მოვიქცე სხვანაირად, ისევ დავაინიცირო კანონი და ისევ მივცე მსვლელობა ამ საკითხს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„რაგბი ევროპის“ 2025 წლის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა „ბორჯღალოსნებმა“ დიდი ანგარიშით, 110:0 მოიგეს
ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ბაკურიაში ბიათლონის ახალი 3.5 კმ-იანი ტრასის მშენებლობა დასრულდა
მამუკა ხაბარელი - საორგანიზაციო კომიტეტი უკვე მზად არის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის, საქართველოს 45 ქვეყნის ათასამდე სპორტსმენი ეწვევა
თეა წულუკიანი: კატეგორიულად მიუღებელია ის პირველი დათქმა, რომელიც ხელყოფს ქვეყნის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებას - ამ დათქმის მიღება ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობის ღალატის ტოლფასი იქნებოდა
არქივი