91
19 აპრილი 2024, 14:22
„ვფიქრობ, რომ [კელი დეგნანი] აგენტია იქიდან გამომდინარე, რომ გლობალური ომის პარტიის დაკვეთებს ასრულებს“ - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან განაცხადა.
სეფაშვილმა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის შესახებ საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს წინასწარი დათვლის შედეგები კვლავ არ გაყალბდება.
„კელი დეგნანს ვურჩევ, რომ ისეთი ინფორმაცია მოიპოვოს, როგორიც საჭიროა. საარჩევნო მისიები ჩვეულებრივ მუშაობენ - ისინი ჩვენ მოვიწვიეთ, მით უმეტეს, გრძელვადიანი მისიები. იმედი მაქვს, რომ არჩევნებს პატიოსნად დააკვირდებიან და იგივე არ განმეორდება, როდესაც 2020 წელს ISFED-მა არჩევნების წინასწარი დათვლის შედეგები გააყალბა. ვფიქრობ, რომ [კელი დეგნანი] აგენტია იქიდან გამომდინარე, რომ გლობალური ომის პარტიის დაკვეთებს ასრულებს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |