103
18 აპრილი 2024, 13:17
„გამჭვირვალობის შესახებ კანონს აუცილებლად მივიღებთ სწორედ იმიტომ, რომ ვიოლა ფონ კრამონისნაირმა ევროდეპუტატებმა ვეღარ გაბედონ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და მათი ფულით ქართველი ხალხის არჩევანის გაყალბება“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ამ დღეებმა და უცხოელი ლობისტების განცხადებებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ქართველი ხალხისთვის „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების აუცილებლობა.
„რა უფლებით საუბრობს ევროპარლამენტარი ჯერ არ ჩატარებულ არჩევნებზე და აფასებს წინასწარ შედეგებს? არის თუ არა ეს ცილისწამება? არის თუ არა ეს საშინაო საქმეებში ჩარევა? გამოდის, რომ ოპოზიციის ლობისტები თავად ემზადებიან არჩევნების გასაყალბებლად და დღეს სწორედ ამის აღიარება მოხდა.
ამ დღეებმა და უცხოელი ლობისტების განცხადებებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ქართველი ხალხისთვის „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების აუცილებლობა. ჩვენ ამ კანონს აუცილებლად მივიღებთ სწორედ იმიტომ, რომ ვიოლა ფონ კრამონისნაირმა ევროდეპუტატებმა ვეღარ გაბედონ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და მათი ფულით ქართველი ხალხის არჩევანის გაყალბება“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |