მე მინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ თავისუფალ მედიასაშუალებას და ყველა ჟურნალისტს, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და უმძიმესი შეურაცხყოფის მიუხედავად, უმაღლესი პროფესიონალიზმით აკეთებდა საკუთარს საქმეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ხაზგასმით ვამბობ, ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების უმძიმესი შეურაცხყოფა არცერთ „ენჯეოს“, არცერთ დიპლომატს არ დაუგმია. ეს ყველაფერი უბრალოდ სამარცხვინოა“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
„გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს აქციის მონაწილეების მხრიდან მუდმივად ზეწოლის ფონზე უხდებათ მუშაობა. აგრესიულად განწყობილი ჯგუფები „იმედის“ ჟურნალისტებს თავს ესხმიან და შეურაცხყოფას აყენებენ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |