მსოფლიო ბანკისა და IFC-ის კვლევით, ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1040 24 ოქტომბერი 2019, 15:56

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო კორპორაციის (IFC) კვლევის მიხედვით, ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველოს წელს ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.   

ახალი კვლევის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს ადგილს საუკეთესო ათეულში. ქვეყნის სარეიტინგო ქულა 0.42 პუნქტით გაუმჯობესდა და ის მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა. ამ შედეგებით საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, ნიდერლანდები, ბელგია და სხვ. ერთადერთი ქვეყანა, რომლის რეიტინგიც შარშანდელთან შედარებით საქართველოზე მეტად გაუმჯობესდა, ამერიკის შეერთებული შტატებია. საუკეთესო მონაცემი ქვეყანას ბიზნესის დაწყების ინდიკატორის მიხედვით აქვს, რის შედეგადაც კვლავ ინარჩუნებს მეორე ადგილს.

ამ კუთხით წლევანდელი მონაცემი განსაკუთრებულია − ქვეყანა ყველაზე მეტად დაუახლოვდა იდეალურ მაჩვენებელს, გაზარდა სარეიტინგო ქულა და მაქსიმალური ასი ქულიდან 99,6 ქულა მიიღო. ამასთან, წელს პირველად მიიღო საუკეთესო შეფასება − მხოლოდ ერთი პროცედურა და ერთი დღეა საჭირო ბიზნესის დასაწყებად, რაც მსოფლიოს 190 სახელმწიფოდან მხოლოდ ორ ქვეყანაში - ახალ ზელანდიასა და საქართველოშია შესაძლებელი.

გაუმჯობესებაა ქონების რეგისტრაციის ინდიკატორის მიხედვითაც. სარეიტინგო ქულა 0,04 პუნქტით გაიზარდა და მან 92,9 შეადგინა. ამ მონაცემით საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს პირველ ხუთეულში.

საქართველომ სარეიტინგო ქულა გააუმჯობესა გადახდისუუნარობის მართვის მაჩვენებელშიც. შარშანდელი მონაცემი − 56.03 ქულა 56.2-მდე გაიზარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოიმატა კრედიტორთა მოთხოვნის სრული და დროული დაკმაყოფილების მაჩვენებელმა, შემცირდა საქმეთა წარმოების ვადა, გაიზარდა რეაბილიტაციის რეჟიმში მოვალეების რიცხვი.

საქართველოს საუკეთესო მაჩვენებლები აქვს ქონების რეგისტრაციის ინდიკატორის ორი კრიტერიუმის − პროცედურის რაოდენობის და დროის მიხედვით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი