105
17 აპრილი 2024, 13:34
აბაშიძის თქმით, ამ განცხადებით დამტკიცდა ის, რომ ურეიტინგო პარტიებს "ნაცმოძრაობის" სიაში მოუწევთ გაფორმება, კეზერაშვილისა და ხაბეიშვილის გვერდით.
"რისი დამტკიცებაც საჯაროდ გვინდოდა - ურეიტინგო "პარტიუგების" ე.წ. ლიდერებს მოუწევთ "ნაცების" სიაში გაფორმება, სხვაგვარად უფრო დაიკარგებიან.
ე.წ. ალიანსები და ე.წ. საერთო პლატფორმები ბლეფია. პროპორციულ არჩევნებში (ბარიერი 5%) ინდივიდუალურად მონაწილეობენ მხოლოდ პარტიები, ბლოკები არ შეიძლება.
ჰოდა, "აზრის გიგანტებო", ამბიციები დაიოკეთ და გიორგი (ჭიჭე) ვაშაძის მსგავსად, ჩაეწერეთ #5-ში, ავაზაკ კეზერაშვილთან და "ერუდიტ" ხაბეიშვილთან." - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |