მაკა ბოჭორიშვილი: სრულად უარგუმენტო ოპოზიციას აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ უსუსური ალეკო ელისაშვილის ხელით იძალადოს და მერე ძალადობას ტაში უკრას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
160 15 აპრილი 2024, 17:35

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის ფაქტი სოციალურ ქსელში შეაფასა.

ბოჭორიშვილის ოპოზიციას მიმართავს კითხვით, რამდენ პროცენტამდე უნდა დაეცეს მათი რეიტინგები, რომ მიხვდნენ, რასაც ისინი წარმოადგენენ, იმის ადგილი ქართულ საზოგადოებაში აღარ არის. მისივე განცხადებით, უარგუმენტო ოპოზიციას აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ უსუსური ალეკო ელისაშვილის ხელით იძალადოს და მერე ძალადობა მოიწონოს.

„ევროპული ფასეულობა ქართული ოპოზიციის გაგებით ყოფილა: ძალადობა! სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა!

ადამიანების სტიგმატიზება ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით!

სამშობლოს გაუქმება და ყველაფრის გადახაზვა, რისთვისაც იბრძოლა ქართველმა ხალხმა!

რომელ ევროპაზე საუბრობთ? სად მიდიხართ? ვინ შეგიშვებთ ოჯახში?

საბედნიეროდ, თქვენ არც საქართველოს სახე ხართ და არც ქართველი ხალხის!

რამდენ პროცენტამდე უნდა დაეცეს თქვენი რეიტინგები, რომ მიხვდეთ მარტივ ჭეშმარიტებას: თქვენ რასაც წარმოადგენთ, იმის ადგილი ქართულ საზოგადოებაში აღარ არის!

მეტი ლუსტრაცია რაღა უნდა იყოს?!
სრულად უარგუმენტო ოპოზიციას აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ უსუსური ალეკო ელისაშვილის ხელით იძალადოს და მერე ძალადობას ტაში უკრას." - წერს მაკა ბოჭორიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველაფერს შეიძლება გაგებით მოეკიდოს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ დეტონატორების პოლიტიკური განეიტრალების დაყოვნებას აღარ გვაპატიებს
მამუკა მდინარაძე: პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
არქივი