ნანა კაკაბაძე - სალომე ზურაბიშვილმს დღეს უკვე ნათლად დაგვანახა, რომ არც გიორგი ოთხმეზურის შვილის მკვლელის შეწყალება ყოფილა მისი მხრიდან შემთხვევითი შეცდომა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 14 აპრილი 2024, 13:57
"საქართველოს პრეზიდენტების მიერ შეწყალების საკითხი საზოგადოებაში თითქმის ყოველთვის იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას. ისეთ შემთხვევასაც მოვესწარით, როდესაც სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის წინასწარ შეპირებული შეწყალების გამო მიხეილ სააკაშვილს მსჯავრიც კი დაედო," - სოციალურ ქსელში წერს ადამიანის ყფლებების დამცველი ნანა კაკაბაძე. 

"თავის წინამორბედებს არც სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა და რამდენიმე ისეთი გახმაურებული მსჯავრდებული შეიწყალა, რომლებსაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

საკმარისია გავიხსენოთ გიორგი ოთხმეზურის შვილის მკვლელის შეწყალების ფაქტით გაოგნებული საზოგადოება, რომელიც ვერ ხსნიდა სალომეს გადაწყვეტილების მიზეზებს და ერთ-ერთ თითქოსდა დაუჯერებელ ვერსიად იმას აცხადებდა, რომ ზურაბიშვილმა პოლიტიკური სიმპათიების გამო დასაჯა შვილმოკლული მამა. მაშინ ამ ახსნას ცოტა ვინმე თუ მიიჩნევდა საფუძვლიანად, მაგრამ ლაზარეს შეწყალებით სალომემ დღეს უკვე ნათლად დაგვანახა, რომ არც გიორგი ოთხმეზურის შვილის მკვლელის  შეწყალება ყოფილა მისი მხრიდან რაიმე შემთხვევითი შეცდომა. 

ლაზარეს ქომაგები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მისი პატიმრობა პოლიტიკურად, სამართლებრივად და მორალურად გაუმართლებელი იყო და ამიტომ სალომეს ის უნდა შეეწყალებინაო. საქმეც ისაა, რომ სწორედ პოლიტიკური და მორალური (რეალურად კი ამორალური) საფუძველი ჰქონდა ამ შეწყალებას, თორემ სამართლებრივად რომ დანაშაული 100%-ით დამტკიცებული იყო, ეს თვითონ აცრემლებულმა და აჟიტირებულმა ინგა გრიგოლიამ აღიარა მისდა უნებურად. ის სალომეს უხსნიდა, მხოლოდ 4 პოლიციელის ჩვენება იყო საქმეში და ვერ დაუმტკიცეს დანაშაულიო. რამდენადაც ვიცით, ინგას ახლო ნათესავები (ქალიშვილიც და სიძის ოჯახიც) სულ პოლიციელები არიან (ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად იყვნენ) და თუნდაც მათგან გაიგოს, რომ ოთხი კი არა, ხშირად ერთი პოლიციელის ჩვენებაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენისთვის, თუ ამას ემატება თვითონ ბრალდებულის აღიარება (ლაზარემ დანაშაული ჯერ აღიარა საკუთარი ადვოკატის თანდასწრებით და მოგვიანებით უარყო), ვიდეოთვალის ჩანაწერები და ექსპერტის დასკვნა, რაც გამორიცხავს მტკიცებულებების საკმარისობაზე და უტყუარობაზე დავას.

ისე, პრეზიდენტისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლება იმას კი არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა ყოველგვარი არგუმენტის გარეშე უნდა გაათავისუფლოს ნებისმიერი ბოროტმოქმედი. კანონი განსაზღვრავს განაჩენის გასაჩივრების უფლებას ერთთვიან ვადაში, ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილების დალოდებას, ვინაიდან შესაძლოა რომელიმე ინსტანციაში შეიცვალოს ეს განაჩენი. საიდან იცოდა სალომემ, რომ თუნდაც პროკურატურა არ აპირებდა განაჩენის გასაჩივრებას, რომ თუნდაც გასაჩივრებისათვის განკუთვნილ ერთი თვის ვადის გასვლასაც კი არ დაელოდა? მან  ფეხი დააბიჯა კანონს და სამართალს.  არც იმაზე "იდარდა" რას  იფიქრებდა მის ამ ქმედებაზე ათასობით პატიმარი და მათი ოჯახის წევრები, რომლებსაც გაცილებით მსუბუქი დანაშაულები აქვთ ჩადენილი და წლობით იღებენ მისგან უარს შეწყალებაზე.
უფრო მეტიც, კანონის დარღვევით გამოიყენა რა მისთვის მინიჭებული შეწყალების უფლება, მადამ პრეზიდენტმა იმავე წუთში დაგვიანონსა ხაზარაძე-ჯაფარიძესთან, თვალთხარია (როგორც თვითონ ეძახდნენ) გახარიასთან, მისთვის შესაფერისი ზედმეტსახელის შემრქმევ ნიკა გვარამიასთან და სხვა ყველა შავბნელ ძალასთან გაერთიანების იდეა და საკუთარი თავი, ქოლგად შესთავაზა მათ. ბუნებრივია, ეშმაკი ეშმაკთან წყვილდება და ზურაბიშვილის არჩევანიც ალბათ აქედანაა ნაკარნახევი. 

სალომე ზურაბიშვილს,  მხოლოდ ის დიდი ვალდებულებები და გეგმები აინტერესებს, რომლის ასრულებასაც სხვა ქვეყანა თუ ქვეყნები დაპირდნენ, დავალების კარგად შესრულების შემთხვევაში. ჰოდა, აგერ უკვე მეექვსე წელია, შევცქერით ქართველი ხალხი, როგორ ხარობენ და სხვის კარზე, თანამდებობრივად წინ მიიწევენ მისი შვილები. ერთი ამერიკაში თეთრ სახლში, მეორე საფრანგეთში. არც ერთი იყო ამერიკელი და არც მეორე ფრანგი, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები არიან. ბედკრულის იმიტომ, რომ დედამისმა სწორედ მათი კეთილდღეობისთვის გაწირა ჩვენი ქვეყანა.
და მაინც, ჩვენ იმედს არ ვკარგავთ და ოპტიმიზმით აღვსილნი ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოსთვის. ჩვენ პატრიარქმა გვითხრა საქართველო გაბრწყინდებაო, რაც დღევანდელი გადასახედიდან იმას ნიშნავს, რომ სალომეს ყველა ბოროტი განზრახვა ჩაეშლება და როგორც ბუმბერაზმა ვაჟამ გვითხრა, ეღირსებაო ლუხუმსა, ლაშარის გორზე შადგომა. და ამისათვის ჩვენ მხოლოდ ის გვესაჭიროება, რომ ბილწთ არ შევეკრათ ზავითა (რაც ასევე ვაჟამ დაგვიბარა). 
ღმერთი დაიფარავს საქართველოს ზურაბიშვილის და მისი მსგავსების პოლიტიკაში მოსვლისა თუ  დაბრუნებისგან.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
არქივი