ირაკლი ღარიბაშვილი - სასამართლო არის დამოუკიდებელი, მის საქმიანობაში ჩარევა არის დაუშვებელი, ანტიდემოკრატიული, ამიტომ ვისურვებდი, ამ საკითხებზე დისკუსია შეწყდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 13 აპრილი 2024, 14:30

სასამართლო არის დამოუკიდებელი, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა არის დაუშვებელი, ანტიდემოკრატიული, ამიტომ ვისურვებდი, ამ საკითხებზე დისკუსია შეწყდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ამბროლაურში ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ჩვენი ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობაში.

„მოსამართლეების საკითხზე მე ძალიან ბევრი განცხადება გამიკეთებია. ჯერ კიდევ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, შარშან, მე საჯაროდ, ღიად გამოვუცხადე მხარდაჭერა ჩვენს მოსამართლეებს. რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა, ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობაში. კონკრეტული მოსამართლეების გვარების ხსენება ასევე მიუღებელია, მით უმეტეს, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. მგონი, ეს საყოველთაოდ აღიარებული აზრია, რომ თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს, ეს მტკიცებულება უნდა იყოს გასაჯაროებული. თუ ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს და ჩვენ არ მიგვიღია არავითარი მტკიცებულება, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ამიტომ ეს საუბარი უნდა შეწყდეს. ეს იქნებოდა ჩემი სურვილი და ეს არის ჩემი პოზიცია. სასამართლო არის დამოუკიდებელი, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა არის დაუშვებელი, ანტიდემოკრატიული, ამიტომ მე ვისურვებდი, ამ საკითხებზე ჩვენი დისკუსია შეწყდეს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ვაშინგტონ პოსტი“ - ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა გატეხეს კომპიუტერული სისტემა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს რამდენიმე განყოფილებაში, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სანქციებზე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: შოკირებული და დამწუხრებულები ვართ ცნობებით ახალ ორლეანში მომხდარი თავდასხმის შესახებ
დონალდ ტრამპი - აშშ იშლება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ეროზია მიმდინარეობს და ამის შეჩერება მხოლოდ ძლიერ ხელმძღვანელობას შეუძლია
სროლა ნიუ-იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში - დაშავებულია 10 ადამიანი. პოლიცია ფაქტს ახალ ორლეანში მომხდარ ინციდენტს უკავშირებს
ქაოსი ბრიუსელში ახალი წლის ღამეს - უცნობმა პირებმა ათობით ავტომობილი დაწვეს, მეხანძრეებს კი „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ
არქივი