დავით ქართველიშვილი ლაშა ბუღაძეზე: კონფორმისტები და კოლაბორაციონისტები, აფხაზეთზე და რუსეთზე ლექციებს რა ნამუსით გვიკითხავენ? 1978 წლის 14 აპრილს, როდესაც მთელი საქართველო დედაენას იცავდა, ამ არარაობის მამა სამხატვრო აკადემიის დიპლომს იღებდა, რომელიც მას ლენინმა „გაუნაღდა"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
115 11 აპრილი 2024, 16:39
1978 წლის 14 აპრილს, როდესაც მთელი საქართველო დედაენას იცავდა, ამ არარაობის მამა სამხატვრო აკადემიის დიპლომს იღებდა, რომელიც მას ლენინმა „გაუნაღდა“ - ოღონდ პირდაპირი და არა გადატანითი მნიშვნელობით! მას პირველ კურსზე თურმე რექტორმა უბრძანა: ახლა ან ლენინს დახატავ, ან დიპლომს ვერ ეღირსებიო. ადამიანს ჰქონდა უნიკალური შესაძლებლობა - დისიდენტურ და მოწამებრივ გზას დასდგომოდა. ქრისტესა და ბარნაბას შორის - ერთ-ერთი აერჩია. მანაც ლენინი აირჩია და ილიჩმაც დაუფასა: დიპლომი გადასცა“, - წერს „ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, რომელიც ლაშა ბუღაძის "ფეისბუქ-სტატუსს" ეხმიანება.
ქართველიშვილის თქმით, კონფორმისტები და კოლაბორაციონისტები ვერ უნდა ბედავდნენ რუსეთსა და აფხაზეთთან დაკავშირებით ლექციების კითხვას. 

„1978 წლის 14 აპრილს, როდესაც მთელი საქართველო დედაენას იცავდა, ამ არარაობის მამა სამხატვრო აკადემიის დიპლომს იღებდა, რომელიც მას ლენინმა გაუნაღდა - ოღონდ პირდაპირი და არა გადატანითი მნიშვნელობით! მას პირველ კურსზე თურმე რექტორმა უბრძანა: ახლა ან ლენინს დახატავ, ან დიპლომს ვერ ეღირსებიო. ადამიანს ჰქონდა უნიკალური შესაძლებლობა - დისიდენტურ და მოწამებრივ გზას დასდგომოდა. ქრისტესა და ბარნაბას შორის - ერთ-ერთი აერჩია. მანაც ლენინი აირჩია და ილიჩმაც დაუფასა: დიპლომი გადასცა. 

კონფორმისტები და კოლაბორაციონისტები, რომლებიც ანწუხელიძის მკვლელობაზე ბრძანების გამცემი გენერლების მძღოლებად და ოფიციანტებად მუშაობდნენ, გუბერნატორების რანგში, ბუღაძის სახით, თავისი შნირების პირით, აფხაზეთზე და რუსეთზე ლექციებს რა ნამუსით გვიკითხავენ? მართლა ხომ არ ბნელა!!! გია ბუღაძეს ცხოვრებაში ერთი ღვთისმშობელი არ დაუხატავს, ის ხომ ლენინს ხატავდა. ხოლო მისი შვილის „ნაწარმოებებს" კი, რომელსაც მუზა ფაღარათის დროს ეწეოდა, ნამდვილად დავწვავდი კოცონზე", - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
არქივი