97
09 აპრილი 2024, 14:28
ახალი გამარჯვება - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე დღეს ევროსაბჭოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ თამარ ტალიაშვილი Facebook-ზე წერს. ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენელი ხაზს უსვამს იმას, რომ გადაწყვეტილება 9 აპრილს გამოქვეყნდა, რაც მისი თქმით „ძალიან სიმბოლურია“.
„ჩვენი გმირების მსხვერპლისა და ღვაწლის აღიარების, მთელი ჩვენი ქვეყნის სიმართლის საერთაშორისოდ დადგენისა და განმტკიცებისათვის ამ გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. აუცილებლად ხაზგასასმელია საქართველოს ხელისუფლების, ქართული იუსტიციის მიერ ჩადებული შრომა და ენერგია ამ საქმეზე სამართლის დადგენის თვალსაზრისით. სამართალი იზეიმებს!“, - წერს ტალიაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |