გოდერძი ძებისაშვილმა ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
171 07 აპრილი 2024, 18:31

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე დღეს ოთხმა ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ იასპარეზა, რომელთაგანაც ფინალში გასვლა და ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება გოდერძი ძებისაშვილმა (65კგ) მოახერხა.

ქართველმა ტურნირის ნახევარფინალში მოლდოველი მოჭიდავე 2:1 დაამარცხა. ოლიმპიურ ლიცენზიამდე ერთი მოგება აშორებს ვლადიმერ გამყრელიძესაც (86კგ). იგი ბაქოს ტურნირის ნახევარფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ ნაიფონოვს დაუპირისპირდება.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებს მხოლოდ შეჯიბრების ფინალისტები მიიღებენ.

პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია დღემდე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მხოლოდ ორ წევრს – გივი მაჭარაშვილსა (97 კგ) და გენო პეტრიაშვილს (125 კგ) აქვთ მოპოვებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი