დავით ქართველიშვილი: მონები, ლაქიები და მარიონეტები, რომელთა მენტალობა ჩარჩენილია საბჭოთა და ევრო-საბჭოთა კოლონიების დონეზე დღეს გაშმაგებით ითხოვენ: შეგვიჩერეთ დაფინანსება, გაგვიუქმეთ ევროპრეფერენციები, აგვიკრძალეთ წინსვლა, აგვიყვანეთ სანქციების ქვეშ!!!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
123 06 აპრილი 2024, 18:00
„აბსოლუტური, ტოტალური და ზნეობის საზღვრებს გადასული სიცრუე ვრცელდება დღეს იმ „არმაგედონის" თაობაზე, რომელიც თურმე გველის იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება შეიტყობს გიგაურ-ლომჯარია-გვარამიას კლანის ენით აუწერელ გამდიდრებაზე," -  წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც მის ვრცელ პოსტშია აღნიშნული, ქვეყანა დგას რეალური არჩევანის წინაშე - სურს კი საზოგადოებას  და არის თუ არა ის ღირსი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და თავისუფლების. იდეების დაცვას კი, როგორც ქართველიშვილი წერს, დღეს ფართო საზოგადოებრივი გვერდში დგომა სჭირდება.


„რა „საყვარლები" არიან. როგორი „პატრიოტული" სულისკვეთებით კარნახობენ თავის მათრახიან პლანტატორებს, რომ რაც შეიძლება მკაცრად დასაჯონ საქართველო, აქაური პენსიონერები, მათი შვილები და შვილიშვილები მხოლოდ იმისთვის, რომ 35 წლის წინ, 9 აპრილს, სისხლიანი ზვარაკის ფასად, თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუნდომეს თავის სამშობლოს.
მონები, ლაქიები და მარიონეტები, რომელთა მენტალობა ჩარჩენილია საბჭოთა და ევრო-საბჭოთა კოლონიების დონეზე დღეს გაშმაგებით ითხოვენ: შეგვიჩერეთ დაფინანსება, გაგვიუქმეთ ევროპრეფერენციები, აგვიკრძალეთ წინსვლა, აგვიყვანეთ სანქციების ქვეშ!!! აქამდე გაჩაღებული ბრძოლა 7 იანვართან, 9 მაისთან, 8 აგვისტოსთან - დღეს უკვე აღდგომის ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ ჩანაცვლებაზე გადის. 

ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, თავისუფლება დღეს გადის ჩვენს უფლებაზე დავიცვათ ოჯახური ფასეულობები, არასრულწლოვანთა ზნეობრივი გარემო, საარჩევნო და სასამართლო სისტემები, საზოგადოების ინფორმირებულობა იცნობდეს თავის მავნებლებს. და კიდევ, საზოგადოების იმ უფლებაზე, რომ  სიცრუეს, დეზინფორმაციას და ცილისწამებას არა მხოლოდ საკუთარი სახელი დაარქვას, არამედ კანონის ძალით სჯიდეს ამ ლუციფერისეულ მანკიერებას.

აბსოლუტური, ტოტალური და ზნეობის საზღვრებს გადასული სიცრუე ვრცელდება დღეს იმ „არმაგედონის" თაობაზე, რომელიც თურმე გველის იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება შეიტყობს გიგაურ-ლომჯარია-გვარამიას კლანის ენით აუწერელ გამდიდრებაზე, იმ ისკარიოტისეული დანაპირების სანაცვლოდ, რომ ისინი ამ „ურჩ" ქვეყანას კვლავ კოლონიად აქცევენ.
ოღონდ, შარშანდლისაგან განსხვავებით, წელს კიდევ ერთი "9 აპრილი" უნდა დავანახოთ აწ უკვე ევრო-საბჭოთა კავშირს და საკუთარ თავებსაც ვუპასუხოთ - გვინდა და ვართ კი ღირსნი, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და თავისუფლების.  ჩვენ მიერ დაინიცირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს - ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის დასაცავად, დღეს ფართო საზოგადოებრივი გვერდში დგომა სჭირდება, ან ფართო საზოგადოებრივი ღალატი. არჩევანი იოლია - ღვთისმშობლის ხატები მეტეხის ხიდზე უკვე დაფენილია..." - წერს Facebook-ზე დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველაფერს შეიძლება გაგებით მოეკიდოს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ დეტონატორების პოლიტიკური განეიტრალების დაყოვნებას აღარ გვაპატიებს
მამუკა მდინარაძე: პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
არქივი