თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე ეხმიანება ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 4 მოსამართლის მოთხოვნით, სასამართლომ შეაჩერა მათ მიერ წარდგენილი, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების მონიტორინგის პროცესი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობამ რამდენიმე დღის უკან გამოფინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ხელფასები, თურმე რა მაღალი ხელფასები აქვთო, მაგრამ მიზანი უფრო სხვა იყო: ნეგატიური განწყობა შეექმნათ სასამართლოს მიმართ საზოგადოების იმ წევრების მხრიდან, ვისაც დაბალი და საშუალო ანაზღაურება აქვთ.
მერე თვითონვე გაიხლართნენ ამ „ნიუსში“, რადგან თუ მაღალი ხელფასი და ანაზღაურებაა, კორუფციის რისკი დაბალია მაგ დროს. ვფიქრობ, მათი სურვილით უმჯობესია დღეს მოქმედ მოსამართლეებს დაბალი ანაზღაურება ჰქონდეთ, კორუფციის რისკიც მეტი იყოს და უკეთ მიაღწიონ საწადელს… ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამას წინ აცხადებდა, ჩვენი ფინანსები გამჭვირვალე თუ გახდება, ჩვენი რეპუტაცია შეილახებაო, ნეტა რატომ?! ოჰ ეს ორმაგი სტანდარტები….“, - წერს ლევან თევზაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |