141
05 აპრილი 2024, 15:08
ახალი კამპანია წამოიწყეს ქვეყნის მტრებმა გამჭვირვალობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი გივი ჩხარტიშვილი წერს.
„კანონპროექტის, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში ფარდას ახდის, როგორ ხვდება უცხოური ფული მათთან აფილირებული არასამთავრობოების გავლით რადიკალების პოლიტიკურ ყულაბაში.
კანონპროექტისთვის, რომელსაც იღებს ევროკავშირი და მისი წევრი არაერთი სახელმწიფო რუსულის იარლიყის მიწებება აღარ გაგივათ. ფაქტია, უკვე დაიწყეთ თვითლუსტრაცია. უკვე აღიარებთ თქვენსავე პოსტებში, რომ ამ დაფინანსების გარეშე ვერ იარსებებთ, ვერ ამყოფებთ ქვეყანას მუდმივ პოლიტიკურ ტურბულენტობაში. ამ პოსტერზე ყველა თქვენი, თითიდან გამოწოვილი არგუმენტი გაცამტვერებულია“, - წერს ჩხარტიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |