„ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, რადიკალური ოპოზიციის წევრების მიერ „გამჭვირვალობის კანონის” შესახებ დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ეხმიანება. მისი თქმით, არსებობს კგბ-ს მიერ შემუშავებული კლასიკური დეზინფორმაციის ოთხი სახეობა, ამ შემთხვევაში კი, გვარამია მიმართავს მეოთხე ვარიანტს, რომელიც გულისხმობს აბსოლუტური სიცრუის საგანგებოდ შემუშავებულ გარემოში სიმართლედ გასაღებას.
„არსებობს სიცრუენარევი სიმართლე; არსებობს სიმართლისნარევი სიცრუე; არსებობს აბსოლუტური სიმართლე, რომელსაც საგანგებოდ შემუშავებულ გარემოში სიცრუედ ასაღებენ; არსებობს აბსოლუტური სიცრუე, რომელსაც საგანგებოდ შემუშავებულ გარემოში სიმართლედ ასაღებენ.
ეს არის КГБ- ს მიერ შემუშავებული კლასიკური დეზინფორმაციის ოთხი სახეობა. გვარამია ამ შემთხვევაში მის მეოთხე ვარიანტს მიმართავს“, - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |