გიორგი მამარდაშვილი: არავინ ფიქრობდა, რომ მე ფეხბურთს ვითამაშებდი - მიყვარს ჩემს თავზე მუშაობა, შრომა, წარუმატებლობას არ ვეგუები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
114 02 აპრილი 2024, 23:28

გიორგი მარადაშვილი არის ერთი ჩვეულებრივი ბიჭი, რომელსაც უყვარს ფეხბურთი და ყველაფერს აკეთებს მიზნების მისაღწევად, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.

„12 წლის ასაკში დინამოს აკადემიაში წავედი და იქიდან დავიწყე გაზრდა, სკოლა დავამთავრე და მერე აღარ ჩამიბარებია, ფეხბურთს გავყევი. ძალიან მიზანდასახული ვარ, გამოწვევები მიყვარს და აქედან გამომდინარე ვიფიქრე, რომ გავყვებოდი ამ საქმეს და დარწმუნებული ვიყავი, რომ გამომივიდოდა. მიყვარს ჩემს თავზე მუშაობა, შრომა, წარუმატებლობას არ ვეგუები. არ ვარ კომუნიკაბელური, კონტაქტში მარტივად ვერ შევდივარ ადამიანებთან და მგონია, რომ ეს ცოტა პრობლემაა. ბავშვობაში ხერხემლის პრობლემა მქონდა და ამის გამო ვფიქრობდი, გამეგრძელებინა თუ არა ფეხბურთი. არავინ ფიქრობდა, რომ მე ფეხბურთს ვითამაშებდი. მამაჩემის ძალიან დიდი დამსახურებაა დღეს აქ რომ ვარ და ასეთ დონეზე“, - განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
ვლადიმერ ბოჟაძე როთის ვიზიტზე: ეს არის ქვეყნის შიგნით საქმეებში ჩარევა. რა თქმა უნდა, ასეთი ვიზიტები არაფრის მომცემია თავად როთისთვის ან თავად ოპოზიციისთვის
ვახტანგ ჩოჩია როთზე: მის პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე თვალსაჩინო ადგილი უკავია საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. მან, ფაქტობრივად, უფრო მეტი პოპულარობა დააგროვა ქართულ „ნაც ბაბლში“, ვიდრე მას ჰქონდა პოპულარობა გერმანიაში
დავით მათიკაშვილი: კომისიის მიზანი იქნება იმ დანაშაულების გამოძიება და სისტემური დანაშაულის საბოლოო შეფასება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო მათ მიერ ჩადენილი ჩვენ ქვეყანაში
გიორგი ვოლსკი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ყველამ უნდა იცოდეს, ახალგაზრდებმა განსაკუთრებით, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ბოროტ ძალასთან, რომელმაც სისხლიანი მმართველობის სისტემა ჩამოაყალიბა 2012 წლამდე
არქივი