უკრაინული გამოცემა UNIAN: ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ მხარს არ უჭერს უკრაინის დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 02 აპრილი 2024, 23:07
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისაუბრა უკრაინის თავდასხმებზე რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. მისი თქმით, ვაშინგტონი მხარს არ უჭერს კიევის მსგავს ქმედებებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ავრცელებს.

ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ ომის პირველივე დღიდან დაეხმარა უკრაინას თავის დაცვაში, მაგრამ ვაშინგტონი არ უჭერს მხარს უკრაინის ფარგლებს გარეთ სამიზნეებზე თავდასხმებს.

„ჩვენ არ ვუჭერდით მხარს უკრაინის თავდასხმებს მისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

30 მარტს, ამერიკულ გაზეთ The Washington Post-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის რეაქცია რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმაზე დადებითი არ იყო.

კითხვაზე, გააფრთხილეს თუ არა აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა რუსეთის ტერიტორიაზე ენერგეტიკულ ობიექტებზე ასეთი თავდასხმების წინააღმდეგ, ზელენსკიმ უპასუხა:

ამაზე აშშ-ის რეაქცია არ იყო დადებითი. [თუმცა] ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენი დრონები. ვერავინ გვეტყვის, რომ არ შეგვიძლია [ამის გაკეთება].
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი