ნინო ფოჩხუა: მგონია, რომ აშშ-ის ელჩი შეასრულებს პირობას, რაც გულისხმობს მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნას, ეს იმის დადასტურება იქნება, რომ მომავალში აღარ მოხდება საქართველოს მოქალაქეების „დასჯა“ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
113 02 აპრილი 2024, 16:13

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ქართველი მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ რობინ დანიგანის ელჩობის პირობებში შესრულდება პირობა, რაც მოსამართლეებისათვის სანქციების მოხსნას გულისხმობს.

ექსპერტის თქმით, მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნა იმის დადასტურება იქნება, რომ მომავალში საქართველოს მოქალაქეებს დაუმსახურებლად, მტკიცებულებების გარეშე აღარ „დასჯიან".

„ქალბატონი დანიგანი საღად მოაზროვნე ელჩია, რაც დაამტკიცა კიდეც, მართალია მისი მოღვაწეობის მცირე მონაკვეთში, მაგრამ იმედს ვიტოვებ ბოლომდე ასე იქნება. სიმართლე კი ერთია, ამიტომ რატომღაც მგონია, რომ ის შეასრულებს იმ პირობას, რაც გულისხმობს ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნას. ეს კი იმის დადასტურება იქნება, რომ მომავალში დაუმსახურებლად აღარ მოხდეს საქართველოს მოქალაქეების "დასჯა" ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე“, - წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი