მამუკა მდინარაძე: კიდევ უფრო გაუმჭვირვალე, კიდევ უფრო ბნელი გახდა ის ხარჯები, რითაც დონორები საქართველოში „ენჯეო“ სექტორს აფინანსებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
221 02 აპრილი 2024, 13:53

1,5 წელია ამერიკულ კანონს რუსული რომ დაარქვეს და საზოგადოების ნაწილი სამწუხაროდ მოატყუეს. ჩვენ ხომ ვთქვით, რომ კანონს არ ვუბრუნდებით? მათი [არასამთავრობო სექტორის] მხრიდან ითქვა, რომ [დაფინანსება] გამჭვირვალეა და პირობა იყო, რომ იქნება გამჭვირვალე. ჩვენ ჩვენს პირობაზე ამ მომენტამდე ვდგავართ და მათი მხრიდან გამჭვირვალობა სადმე ნახეთ? - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მიაჩნია, რომ არასამთავრობო სექტორის დაფინანსება, მათი პირობის მიუხედავად, უფრო გაუმჭვირვალე გახდა.

„კიდევ უფრო გაუმჭვირვალე, კიდევ უფრო ბნელი გახდა ის ხარჯები, რითაც დონორები საქართველოში „ენჯეო“ სექტორს აფინანსებენ. ჩვენ ვთქვით, რომ არ ვუბრუნდებით კანონს, ისინი ამბობენ, რომ კიდევ უფრო გამჭვირვალე იქნება [დაფინანსება]. რანაირი დამოკიდებულებაა ეს, რა ხდება? ამას რეაგირება არ სჭირდება?“ - კითხულობს მდინარაძე.

მან ჟურნალისტებს მოუწოდა დაინტერესდნენ იმით, თუ რაში იხარჯება არასამთავრობო სექტორისთვის გამოყოფილი თანხები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: კატეგორიულად მიუღებელია ის პირველი დათქმა, რომელიც ხელყოფს ქვეყნის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებას - ამ დათქმის მიღება ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობის ღალატის ტოლფასი იქნებოდა
BBC სტატიას უძღვნის ადამიანებს, რომლებსაც თავის წონაზე ბევრად დიდი ტვირთის აწევა შეუძლიათ და ერთ-ერთ მაგალითად ლაშა ტალახაძე მოჰყავს
ბულგარეთის მსოფლიო თასზე, საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები პლანეტის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა
ხვიჩა კვარაცხელია სადებიუტო მატჩის შემდეგ: მოგება შეგვეძლო – ბევრი საგოლე შანსი შევქმენით და უნდა გაგვეტანა. წინსვლა უნდა გავაგრძელოთ, უკეთესად ვივარჯიშოთ
პსჟ - ამაღამ, კვარას პრეზენტაცია - არ გამოტოვოთ ჩვენი ახალი პარიზელის პრეზენტაცია. სტადიონზე ადრე მოდით!
არქივი