საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის თბილისში ემზადება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
233 30 მარტი 2024, 15:01

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის თბილისში ემზადება. ირის ანტმანის გუნდის მეტოქე ლიეტუვის ნაკრები იქნება.

სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ნაკრებში 23 ფეხბურთელია გამოძახებული.

შეხვედრა 5 აპრილს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები შემდეგ კვიპროსში გაემგზავრება, სადაც 9 აპრილს ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: 
სვეტლანა გაბელაია (კოლხეთი ხობი), თათია გაბუნია (კვარტალი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო), სალომე გასვიანი (კვარტალი), თამარ ტატუაშვილი (ტრაბზონსპორი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (კვარტალი)

ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), სალომი დიმოპულუ (კვარტალი), ნათია დანელია (კვარტალი), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), ტატა მატვეევა (ასია სპორი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი), ნინი ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი)

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი