ირაკლი ქარქაშაძე: ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, ავტობუსები საათში ერთხელ გავლენ და საფასური 5 ლარი იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
219 28 მარტი 2024, 18:53

ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს სამი უახლესი ავტობუსი მოემსახურება, რომლის შესაძენად საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მილიონ 400 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა. მგზავრობის საფასური იქნება 5 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ეს სამი ავტობუსი მოემსახურება ყველა ფრენას. საათში ერთხელ გავა აეროპორტიდან და ასევე გამოვა ქალაქის ცენტრიდან და როტაციის პრინციპით იმოძრავებს. ეს არის ჩვენთვის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ სერვისში შევდივართ. ჩვენ დავაკვირდებით მოთხოვნას და ამის მიხედვით დავამატებთ ახალ ავტობუსებს“, - აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.

დღეიდან, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS ემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მილიონ 400 ათასი ლარის ღირებულის იაპონური ISUZU-ს მარკის ხალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსები შეისყიდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი