ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის განცხადებას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური მანიპულაციების, LGBTI ხალხისა და უფლებადამცველების შევიწროების ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
გვენეტაძის თქმით, მიატოვიჩი იმ ფონზე იცლის საქართველოს ხელისუფლების მისამართით კრიტიკული განცხადებების გაკეთებისთვის, როდესაც ევროპაში, კერძოდ კი, უკრაინაში საშინლად ირღვევა ადამიანის უფლებები.
"ევრიკა!
გამოჩნდა აქაური ჭიჭიკოს, პატიკოს, ხაბეს, გუბაზას, კალიურანდის, კრამონის თუ დოლ-გარმონის, ამდენი ხნის განმავლობაში გადამალული დაქალი!
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თანამდებობაზე დანიშნული ორფეხა, რომელიც როდესაც იქვე ევროპაში, ყურისძირში, უკრაინაში საშინლად ირღვევა ადამიანების ბავშვების, ქალების, მოხუცების და შშმ პირების უფლებები და რომელთაც უღვთოდ ჟლეტენ!
ამ დროს ეს უსაქმური ევრობიუროკრატი, რომელიც ევროებით დატვირთულ ქურთუკის ჯიბეებს ძლივს დაათრევს !
საქართველოში პროტესტის უსტარს უსტარზე გვიგზავნის, როგორ თუ ბედავთ და ვიღაც თავისზე საშეფოდ აღებული შარლატანების უკანალების უფლებებს როგორ თუ არღვევთო!
ასეა როდესაც კონტინენტზე ძაღლები გაქრებიან, კატები უნდა ააყეფონ და ყეფს სათანადო საფასურის ფასად ეს არსებაც!
ამიტომაც ერთ რამეს ვურჩევდი ამ ერთი ადგილის დაცვას მიმაგრებულ, იმედია ჯერჯერობით მდედრობითი სქესის არსებას!
ჩვენში ვიღაცების საჯდომებს, რომ მიშტერებია და ფირმანებით იცავს. მაგას არ უჯობს ჩამოვიდეს, ნახოს აქაური კულტურული მემკვიდრეობანი!
დატკბეს მათი ცქერით!
ამის შემდეგ იქნებ ცნობიერებიდან და თვალებიდან ამოიგდოს ის სარცხვინელი ადგილი (გააჩნია ვისთვის???!!!), რომლის სადარაჯოზე ასე ერთგულად დგას ევროსაბჭო."- წერს ედიშერ გვენეტაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |