ზურაბ ქადაგიძე: ევროპულმა სასამართლომ განხილვაშიც არ მიიღო საქმე და ზოგიერთი ევრო-დეპუტატი პოლიტიკურ დევნილად გვასაღებდა გვარამიას - კლასიკური მაგალითი იმისა, თუ რა განსხვავებაა ჭეშმარიტ ევროპულ მართლმსაჯულებასა და ფსევდო-დასავლურ კონიუნქტურას შორის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
307 27 მარტი 2024, 12:26
"რა პარადოქსია არა, ევროპულმა სასამართლომ განხილვაშიც კი არ მიიღო საქმე და ზოგიერთი ევრო-დეპუტატი პოლიტიკურ დევნილად გვასაღებდა გვარამიას?! კლასიკური მაგალითი იმისა თუ რა განსხვავებაა ჭეშმარიტ ევროპულ მართლმსაჯულებასა და ფსევდო-დასავლურ კონიუნქტურას შორის," - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, სტრასბურგის სასამართლომ მისი საქმე წარმოებაში არ მიიღო.
ქადაგიძის თქმით, სასაცილოა გვარამიას განცხადებაში მუქარანარევი გზავნილი ხელისუფლების და სასამართლო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით.
"რა პარადოქსია არა, ევროპულმა სასამართლომ განხილვაშიც კი არ მიიღო საქმე და ზოგიერთი ევრო-დეპუტატი პოლიტიკურ დევნილად გვასაღებდა გვარამიას?!
კლასიკური მაგალითი იმისა თუ რა განსხვავებაა ჭეშმარიტ ევროპულ მართლმსაჯულებასა და ფსევდო-დასავლურ კონიუნქტურას შორის.
კელი დეგნანმა შეაწყალებინა გვარამია ზურაბიშვილს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველი მოსამართლეები დაასანქცირა და კუბილიუს-ფოტიგას ევრო-დეპუტაცია ქართულ მართლმსაჯულებას გვიწუნებს მაშინ, როდესაც პოლიტიკას შეფარებულ ქართველ პარაზიტთა სასამართლო წარმოების მიმართ, 99%-იანი ალბათობით არ აქვს პრეტენზია ევროპულ სასამართლოს. იმიტომ, რომ რა მასშტაბის და ძლიერებისაც არ უნდა იყოს გლობალური ომის პარტია, ხელი ყველგან ვერ მიუწვდება. ესაა ქართველი ხალხის არჩევანიც - ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები და არა, ცალ ფეხზე მდგარი ფსევდო-დემოკრატია! P.S. ისე, ამ საცოდავის განცხადებაში ყველაზე სასაცილო, მუქარანარევი გზავნილია - არა უშავს ხელისუფლება შეიცვლება და ევროპულ სასამართლოსაც განვანათლებთო. შენი შეცვლილი ხელისუფლება არ გაიშვას, შე, მხდალო “ჰიპსტერო!”" - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი