საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
233 26 მარტი 2024, 23:49

ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია.

ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა: საქართველოს ნაკრებმა 4 პენალტი გაიტანა, ხოლო ბერძნებმა მხოლოდ 2 პენალტის გატანა შეძლეს.

მატჩი „დინამო არენაზე“ მიმდინარეობდა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივლისს ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი