198
24 მარტი 2024, 19:29
გურამ თუშიშვილი თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მძიმეწონოსანთა ფინალში ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონმა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველი, უშანგი კოკაური ულამაზესი გდებით, იპონით დაამარცხა და ტურნირზე საქართველოს ნაკრებს მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა.
შეჯიბრებაზე ცოტა ხნის წინ ბრინჯაოს მედალი საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) მოიპოვა. მთლიანობაში, დასრულებულ თბილისის გრანდ სლმეზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |