დავით ქართველიშვილი: დაუზუსტებელი ინფორმაციით, უკვე ზოგიერთ ქართულ კერძო სკოლაშიც ასწავლიან გაუკუღმართებულ სექსუალურ საკითხებთან დაკავშირებულ ელემენტებს, ამიტომ ელოდება სრულიად ნორმალური საქართველო ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავ კანონს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
146 19 მარტი 2024, 12:19

ხშირად ჩნდება კითხვა, რამ აიძულა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი „ქალისა და კაცის" განმარტებისაკენ მიემართა. აიძულა მათ შორის მის ქვეყანაში საგანმანათლებლო სისტემაში შეღწეულმა აღვირახსნილობის პიკმა, რომელსაც სხვადასხვა „უფლებადამცველი" მექანიზმებისა და რეგულაციების გამო, ქვეყანაში ვეღარ უმკლავდება. ამიტომ ატეხა „ხალხის ძალამ" განგაში თუნდაც „მეათერთმეტე ჟამს" - სანამ ფატალურად სახიფათო დაგვიანების ზღვრამდე არ მიგვიყვანეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოში ლგბტ პროპაგანდის კანონის შემოღების დაგვიანება კატასტროფის ტოლფასი იქნება.

ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ავტორიტეტულმა ბრიტანულმა ანალიტიკურმა მკვლევარმა ორგანიზაციამ New Social Covenant Unit-მა გამოაქვეყნა სენსაციური ნაშრომი, რომელიც ეხებოდა ბრიტანულ სკოლებში „ურთიერთობებისა და სექსუალური განათლების“ Relationships and sex education (RSE) პროგრამით გათვალისწინებული სწავლების შოკისმომგვრელ შედეგებს. ამ ნაშრომის გაცნობისთანავე, პარლამენტის 50 დეპუტატმა პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილ წერილში აღწერეს, რომ ბავშვებს „ასწავლიან ექსტრემალურ და სახიფათო სექსუალურ აქტებს, მოუწოდებენ სექსუალური სურვილების შესახებ ინტიმური დეტალების გაზიარებას თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან“. წერილი აფრთხილებს, რომ „დაწყებითი სკოლის ბავშვებსაც კი რადიკალური და გაუკუღმართებული იდეოლოგიებით ასწავლიან, საეჭვო ხასიათის ცოდნას სქესისა და გენდერის შესახებ“.

ასევე, ერთი წელია გასული მას შემდეგ, რაც გამოცემა The Telegraph-მა გამოავლინა, რომ 13 წლის მოზარდს სკოლაში უთხრეს, რომ ბუნებაში არსებობს 73 სქესი, გარდა ამისა დადგინდა, რომ ზოგიერთი დამწყები სკოლის ბავშვებს გაკვეთილებზე ასწავლიან მასტურბაციას. ზოგიერთ სკოლაში 12 წლამდე ასაკის ბავშვებს გაკვეთილებზე ჰკითხეს, რას „გრძნობენ“ ისინი ორალური და ანალური სექსის მიმართ და რას ფიქრობენ ასევე სქესის შეცვლის ოპერაციების შესახებ. მოზარდების აღშფოთებული მშობლები ამბობენ, რომ სკოლები მათ სასწავლო მასალების ნახვის საშუალებას არ აძლევენ და მიზეზად ასახელებენ სახელმძღვანელოების შემქმნელების საავტორო უფლებების დარღვევას.

ქვეყნის განათლების დეპარტამენტმა (DfE) დაადგინა, რომ აღნიშნული სასწავლო მასალები სკოლებში შესულია 2019 წლიდან, მაგრამ DfE-მ ვერ დააწესა ზღვარი იმ საკითხში, თუ რა შეიძლებოდა და რა არ შეიძლებოდა, რომ ესწავლებინათ ბავშვებისთვის. სახელმძღვანელოში, რომელიც შედგენილია ლგბტქ+ საქველმოქმედო ორგანიზაცია Stonewall-თან კონსულტაციის საფუძველზე, მითითებულია, რომ „გენდერული იდენტობა“ უნდა ისწავლებოდეს „შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში და ინკლუზიური გზით“. ამან გაუხსნა კარი მრავალრიცხოვან აქტივისტთა ჯგუფებს, რათა შესთავაზონ თავისი სასწავლო მასალები და სემინარები სკოლებს.

დღეს, დაუზუსტებელი ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ კერძო სკოლაში, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, მერვე კლასიდან ასევე შემოღებულია მსგავსი სასწავლო პროგრამის ელემენტები. პირადად ვიცი ფაქტების შესახებ, როდესაც აღშფოთებულ მშობლებს გადაუყვანიათ შვილები ამ სკოლებიდან ასევე კერძო, თუმცა ტრადიციული „სულისკვეთების" მქონე სასწავლებლებში. ამიტომ ელოდება სრულიად ნორმალური საქართველო ამ გაუკუღმართებული სამყაროს პროპაგანდა/პოპულარიზაციის ამკრძალავ კანონს. დაგვიანება - კატასტროფის ტოლფასი იქნება!“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველაფერს შეიძლება გაგებით მოეკიდოს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ დეტონატორების პოლიტიკური განეიტრალების დაყოვნებას აღარ გვაპატიებს
არქივი