ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავი ყვავილებით შეამკო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
196 16 მარტი 2024, 12:16

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავი ყვავილებით შეამკო. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მთავრობის მეთაური ასევე იმყოფებოდა „შეჰიდთა ხეივანში“, სადაც აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. ირაკლი კობახიძეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი არიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი