პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით 5 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ისინი ცდილობენ იმ სისტემის შემოტანას, რომელიც პირდაპირი გაგებით ნიშნავს უცხო ძალის მხრიდან ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევას.
„სწორედ ის არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, რომლებიც 2012 წლის შემდეგ როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლება დატოვა, დაჟინებით ითხოვდნენ, რომ სასამართლოსთვის არავის თითი არ დაედო. სწორედ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები დარწმუნდნენ რა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ დაბრუნდება არჩევნებით საქართველოში, ცდილობენ ჩვენი ქვეყნისთვის აბსოლუტურად და ამორფული სისტემა - ვეტინგი შემოიტანონ დღის წესრიგში, რომელიც პირდაპირი გაგებით ნიშნავს უცხო ძალის მხრიდან ქვეყნის სუვერენიტეტს ჩარევას და ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას, რომელთა კეთილსინდისიერებაც ისედაც მოწმდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით. ზურაბ ადეიშვილის და ნონა წოწორიას მიერ ვერცერთი უწყება ვეღარ შემოწმდება საქართველოში და პირიქით, უახლოეს დროში ველოდებით ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირებას და მის ციხეში ჩაბრძანებას“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |