ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და ენჯეოების მიერ უცხოელების მხრიდან მოსამართლეთა ვეტინგის თავგამოდებული დაცვა შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთი ხალხის ყოფნა პოლიტიკაში სახიფათოა სახელმწიფოსთვის.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა რომ უმაღლეს ჭეშმარიტებად და აქსიომად მიაჩნიათ და იმის იქით არ იხედებიან, ასეთი ადამიანები უტყვად შეასრულებენ გარედან მოსულ ნებისმიერ დაკვეთასა და ბრძანებას.
„ამ დღეებში თვალყურს ვადევნებდი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და ასეთივე ენჯეოების მიერ უცხოელების მხრიდან აქაურ მოსამართლეთა ვეტინგის თავგამოდებულ დაცვას. არ დავიწყებ მათ იდენტიფიცირებას, ვიტყვი ერთს: ასეთი ხალხის ყოფნა პოლიტიკაში არის სახიფათო სახელმწიფოსთვის, სხვა მიზეზების გარდა თუნდაც იმიტომ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა რომ უმაღლეს ჭეშმარიტებად, აქსიომად მიაჩნიათ და იმის იქით არ იხედებიან. ხომ ხვდებით რა მასალასთან გვაქვს საქმე?! უტყვად შეასრულებენ გარედან მოსულ ნებისმიერ (!!) დაკვეთა/ბრძანებას როგორც ამ კლასტერის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სრულიად გულწრფელად განაცხადა - „ევროპამ რომ მოგვთხოვოს ერთი კვირა ცალ ფეხზე დგომა, უნდა ვიდგეთო!“ სხვათაშორის სიამოვნებით დავაყენებდი ცალ ფეხზე და საინტერესოა რამდენ ხანს გაძლებენ “- წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |