164
07 მარტი 2024, 18:06
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, პარტია "ლელოს" და მამუკა ხაზარაძის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ ხაზარაძე თავისი პარტიით "ნაცმოძრაობის" დანამატია, რომელიც ლგბტ პროპაგანდის მხარეს დგას.
გვენეტაძის თქმით, ხაზარაძის პარტიამ დანარჩენ 14 პარტიასთან ერთად მოითხოვა თბილისის ცენტრში "პრაიდის" ჩატარება და "ლელოს" წევრები წლებია, ლგბტ პროპაგანდას აწარმოებენ. ამიტომ, ექსპერტის თქმით, ხაზარაძის და მისი პარტიისგან აღარაფერია გასაკვირი.
"ხაზარაძის "ლელო" დანარჩენ 14 პარტიასთან ერთად მოითხოვდა თბილისის ცენტრში ლგბტ პარადის ჩატარებას!
ხაზარაძის "ლელოს" პარტიის წევრები გულამოსკვნილები და აღტყინებულნი აწარმოებდნენ და აწარმოებენ ლგბტ პროპაგანდას!
ხაზარაძის დაფინანსებით გადაიღეს ლგბტ პროპაგანდისტული ფილმი!
ხაზარაძე და მისი პარტიის წევრები წლებია გამოკვეთილად და მასობრივად არიან ჩაბმული ლგბტ პროპაგანდაში!
ხაზარაძე იყო "ნაცების" მიერ ადამიანებისათვის წართმეული ქონების ერთ-ერთი მთავარი მიმთვისებელ-"გამპრავებელი"!
ხაზარაძე არის "მიჰას" მიერ მისთვის მინიჭებულ ორდენთა კავალერი!
ამის შემდეგ, საკვირველი, ხაზარაძის და მისი პირმშო "ლელოს" ქმედებებში, არის კიდევ რაიმე?!" - წერს გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |