ვატო შაქარიშვილი ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტზე-გერმანელებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ახლო წინაპრებს, გებელსსა და ჰეიდრიხსაც კი, გააოცებდა წამების და სისასტიკის ის ფორმები, რაც ადეიშვილმა გამოიყენა ქართველი ხალხის მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
172 07 მარტი 2024, 12:05

საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, მსჯავრდებული და ბრალდებული, ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი 24 თებერვალს გერმანიაში, ბუნდესტაგში იმყოფებოდა.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, ფაქტი ერთია, რომ უკრაინა არის მტრულად განწყობილი ქვეყანა, რომელიც შეურაცხყოფას გვაყენებს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, მის მართლმსაჯულებას და მთლიანად ქართველ ხალხს.

შაქარიშვილის თქმით, უნდა აღიარონ, რომ ეს იყო დიდი შეცდომა და ბოდიში უნდა მოუხადონ საქართველოს.


„გასული წლის 23 სექტემბერს, კანადის პარლამენტში დიდი პატივით მიიღეს და მხურვალე აპლოდისმენტები მიუძღვნეს ნაცისტური არმიის ოფიცერს, წარმოშობით უკრაინელ იაროსლავ ჰუნკას. აღნიშნულ სამარცხვინო ფაქტს, დიდი მღელვარება მოჰყვა, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა, ტრუდოს კი, ბოდიშის მოხდა მოუწია. მიმდინარე წლის 28 თებერვალს, გერმანიის პარლამენტში საპატიო სტუმრის რანგში ვიხილეთ ქართველი ხალხის მწამებელი, ბიზნესის რეკეტიორი, მედიის მიმტაცებელი და მთლიანად სააკაშვილის მოძალადე რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი, ზურაბ ადეიშვილი. სისხლიანი დამნაშავე, რომელიც ოთხ საქმეზე მსჯავრდებულია, სამზე კი, ბრალდებული და მასზე ძებნაა გამოცხადებული. მიუხედავად ამისა, ის დღეს, უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველია და ამ სტატუსით ხშირად სტუმრობს ევროკავშირის სტრუქტურებს, ოფიციალურ პირებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და ადამიანის უფლებების დაცვასა და კანონის უზენაესობაზეც იძლევა კონსულტაციებს. უკრაინისგან აღარაფერი გვიკვირს, თუ ვინმე მწამებელი და მანიაკი იყო, ყველა შეიფარეს და მაღალ თანამდებობებზე დანიშნეს. სააკაშვილი, ლორთქიფანიძე, საყვარელიძე, ადეიშვილი… თანაც, ეს ხდება რამდენიმე ხელისუფლების პირობებში. რატომღაც, ასეთ ქვეყანას, საქართველოს მოძმე სახელმწიფოდ იხსენიებენ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ უკრაინა არის მტრულად განწყობილი ქვეყანა, რომელიც შეურაცხყოფას გვაყენებს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, მის მართლმსაჯულებას და მთლიანად ქართველ ხალხს, ვის სისხლშიც აქვთ ამ დამნაშავეებს ხელები გასვრილი.
მაგრამ უკრაინასთან ერთად, ევროკავშირი და გაერთიანების ცალკეული სხვა ქვეყნებიც ფეხქვეშ თელავენ კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფოს მართლმსაჯულებას და არაფრად თვლიან მის მოსახლეობას! სხვანაირად ვერ შეფასდება, რომ უმძიმეს დანაშაულებზე მსჯავრდებულ, ძებნილ ადეიშვილს მოლაპარაკების მაგიდასთან პირისპირ უსხედან და გარკვეულ საკითხებს განიხილავენ! გერმანელებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ახლო წინაპრებს, გებელსსა და ჰეიდრიხსაც კი, გააოცებდა წამების და სისასტიკის ის ფორმები, რაც ადეიშვილმა გამოიყენა ქართველი ხალხის მიმართ!!!!!
საკმარისზე მეტი გავატარეთ და კმარა ეს ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტები!!! როგორც მინიმუმ უნდა აღიარონ, რომ ეს იყო დიდი შეცდომა და ბოდიში უნდა მოუხადონ საქართველოს!!!“-წერს ვატო შაქარიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველაფერს შეიძლება გაგებით მოეკიდოს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ დეტონატორების პოლიტიკური განეიტრალების დაყოვნებას აღარ გვაპატიებს
არქივი