გია ვოლსკი - კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას როცა ეხება საქმე, ბუნდესტაგში ადეიშვილის ყოფნა უნდა მივიჩნიოთ უპატივცემულობად, დიპლომატიური ეთიკის დარღვევად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
835 06 მარტი 2024, 16:31
საქმე როცა ეხება კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას, ეს უნდა მივიჩნიოთ, როგორც უპატივცემულობა და პოლიტიკური, დიპლომატიური ეთიკის სერიოზული დარღვევა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომლითაც ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნის ფაქტს გამოეხმაურა.

„უამრავი მტკიცებულებაა წარდგენილი და ყველამ ყველაფერი იცის. აქ არსებობს უკრაინის ფაქტორი, რომელსაც ბუნდესტაგი ვერცერთი განზომილებით ვერ დაუპირისპირდება და ალბათ ამ შემთხვევაში, ამ საკითხებთან მიმართებით მსჯელობა კიდეც ჰქონდათ. მაგრამ როდესაც საქმე ეხება კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ეს უნდა მივიჩნიოთ, როგორც უპატივცემულობა და ელემენტარული პოლიტიკური დიპლომატიური ეთიკის სერიოზული დარღვევა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად, ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას ესწრებოდა. შესაბამისი მასალა ბუნდესტაგის ვებგვერდზეა განთავსებული. აღნიშნულ სხდომაზე უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილებოდა. ზურაბ ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზეა ბრალდებული, რამდენიმეზე კი – მსჯავრდებული.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი