ირაკლი კობახიძე: უახლოეს დღეებში განათლების სამინისტრო წარმოადგენს პირველად დოკუმენტს ანაზღაურებად სტაჟირებასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ გაიმართება კონსულტაციები ახალგაზრდებთან და ის საბოლოო სახეს მიიღებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
204 05 მარტი 2024, 14:40

ანაზღაურებადი სტაჟირება საბოლოო სახეს მიიღებს ახალგაზრდებთან კონსულტაციების საფუძველზე. უახლოეს დღეებში სამინისტრო [განათლების] წარმოადგენს პირველად დოკუმენტს, ამის შემდეგ გაიმართება კონსულტაციები ახალგაზრდებთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

„წელს ამოქმედდება კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბური პროგრამა, რომელიც ათასობით ახალგაზრდას როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში სტაჟირების გავლის ძალიან ფართო შესაძლებლობას მისცემს. ეს იქნება შესაძლებლობა, რომ პროფესიულ ცხოვრებაში სტუდენტებმა, კურსდამთავრებულებმა პირველი ნაბიჯები წარმატებით გადაგან და ეს იქნება ამ ყველაფრის უნიკალური შესაძლებლობა. ანაზღაურებადი სტაჟირება საბოლოო სახეს მიიღებს ახალგაზრდებთან კონსულტაციების საფუძველზე. უახლოეს დღეებში სამინისტრო [განათლების] წარმოადგენს პირველად დოკუმენტს, ამის შემდეგ გაიმართება კონსულტაციები ახალგაზრდებთან და ამის საფუძველზე უნდა დაიხვეწოს ეს გეგმა საბოლოო სახით. უკვე შემოდგომაზე დაიწყება ანაზღაურებადი სტაჟირების მასთაბური პროგრამა. ეს არის ჩვენი გეგმების უმთვრესი ნაწილი“, - აღნიშნა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი