დავით ქართველიშვილი: ტაკერ კარლსონმა, ყველაფერი გავიგეო პუტინთან ურთიერთობის დროს, აი, „დენაციფიკაცია“ რა არის, ვერ გავიგეო - ვეცდები ავუხსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
201 05 მარტი 2024, 10:36

„უკრაინაში, მესამე წელიწადში შესული ომის დროს, დნეპროს ოლქში შემავალი ქალაქ ნიკოპოლის (115 ათასი მოსახლე) საქალაქო საბჭომ მოიცალა და „პავლოგრადის ქუჩას“ სახელწოდება შეუცვალა - დღეიდან ის „ჰოლოკოსტის“ აქტიური მონაწილის, „პეტრე დიაჩენკოს“ სახელს ატარებს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ სწორედ ამგვარ ფაქტებთან ბრძოლას უწოდებს პუტინი დენაციფიკაციას.

„მოსკოვიდან სახლში დაბრუნებულმა ტაკერ კარლსონმა, ყველაფერი გავიგეო პუტინთან ურთიერთობის დროს, აი, „დენაციფიკაცია“ რა არის, ვერ გავიგეო. ვეცდები ავუხსნა. მესამე წელიწადში შესული ომის დროს, დნეპროს ოლქში შემავალი ქალაქ ნიკოპოლის (115 ათასი მოსახლე) საქალაქო საბჭომ მოიცალა და „პავლოგრადის ქუჩას“ სახელწოდება შეუცვალა - დღეიდან ის „პეტრე დიაჩენკოს“ სახელს ატარებს.

ვინ არის ეს პიროვნება: „ჰოლოკოსტის“ აქტიური მონაწილე, ნაცისტური SD-SicherheitsDienst-ის „შუცმანშაფტ“ 31-ე ბატალიონის მეთაური, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დამსჯელი ოპერაციების გმირი, ვერმახტის შემადგენლობაში შემავალი კოლაბორაციონისტული დანაყოფების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, SS-Schutzstaffel-ის დივიზია „გალიჩინას“ წევრი, რომელიც „რკინის ჯვრით“ პირადად ადოლფ ჰიტლერმა დააჯილდოვა.

აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის ებრაელთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე ედუარდ დოლინსკის დაუდასტურა ნიკოპოლის მერმა ალექსანდრე საიუკმა, ერთადერთი მინიშნებით, რომ პირადად ჰიტლერის ხელით პეტრე დიაჩენკოს დაჯილდოებაზე მუნიციპალურ კომისიაში არაფერი იცოდნენ - „ჩვენ ისტორიკოსები არა ვართო“. უკრაინის წარმოშობით ებრაელი პრეზიდენტის პირობებში, რომლის ბაბუა სწორედ „გალიჩინას“ დევიზიას ებრძოდა სამამულო ომის დროს, მსგავს ფაქტებს უწოდებენ მოსკოვში „დენაციფიკაციას“, ბატონო ტაკერ, და რაღაც მკარნახობს, რომ ნიკოპოლის „პეტრე დიაჩენკოს ქუჩას“ ახლო მომავალში მიწასთან გაასწორებენ აგრესორი რუსეთის ბომბები...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველაფერს შეიძლება გაგებით მოეკიდოს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ დეტონატორების პოლიტიკური განეიტრალების დაყოვნებას აღარ გვაპატიებს
არქივი