კალიფორნიისა და ნევადას შტატებში დიდთოვლობამ და ძლიერმა ქარბუქმა პრობლემები შექმნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
114 03 მარტი 2024, 09:39

კალიფორნიისა და ნევადას შტატებში ძლიერმა ქარბუქმა პრობლემები შექმნა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია, დაიკეტა ზამთრის კურორტების ნაწილი, ათასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო ნევადას მაღალმთიან რაიონებში, სადაც ძლიერმა ქარის გამო მოქალაქეებს ურჩიეს, სახლებიდან გასვლას მოერიდონ.

სტიქიის გამო ნევადაში 33 ათასს, ხოლო კალიფორნიაში 24 ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა აშშ-ში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი