140
02 მარტი 2024, 23:22
შიდა ქართლში 5 და 7 წლის ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით 30 წლამდე კაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვნების ოჯახის ნათესავია.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 4 "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
კაცს ბრალდება უკვე წარედგინა და ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |