მდინარე ძუსაში მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
123 02 მარტი 2024, 21:31

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

მანამდე, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა წყლიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, რის შემდეგაც, თანმხლები პირები წყალში მის დასახმარებლად ჩავიდნენ, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა.

ერთი თანმხლები პირი კი ხმელეთზე დარჩა. მდინარიდან ამოყვანილი კიდევ ერთი ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი